• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

“-Tbilisi-enerjis“-gancxadeba

“ თბილისი ენერჯის“ განცხადება

„ყამარგაზის“ და „ ენერგო კავშირის“ იგივე მუხიანი გაზის ასეულობით აბონენტი გვწერს და გვირეკავს შეკითხვით- როდის აღდგება გაზის მიწოდება და ხშირ შემთხვევაში გვსაყვედურობენ. გაცნობებთ რომ „თბილისი ენერჯის“ აღნიშნულ გათიშვასთან კავშირი არ აქვს . სარემონტო სამუშაოები ჩაატარა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ . უფრო მეტიც, გათიშულ უბნებს არ ემსახურება თბილისი ენერჯი, რადგან ჩვენი სალიცენზიო არეალი არ არის და აბონენტები რომლებიც პრეტენზიით რეკავენ „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე და გვწერენ ფეისბუქში, არ არიან ჩვენი აბონენტები. მათ ზემოთ აღნიშნული გაზის გამანაწილებელ კომპანიებს „ყამარგაზს“ და „ენერგო კავშირს“ იგივე მუხიანი გაზს უნდა მიმართონ მსგავსი შეკითხვით.
ამის მიუხედავად თქვენი თხოვნით გაცნობებთ რომ უკვე დაიწყო ბუნებრივი გაზის ჩართვა. როგორც გვატყობინებენ თქვენი სალიცენზიო კომპანიები , მათი აბონენტების 30 % - ს უკვე მიეწოდება გაზი. ჩართვის პროცესი კი გრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს გაზის მიმწოდებელ სალიცენზიო კომპანიებს. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ თბილისი ენერჯი მხოლოდ ეხმარება მათ საკუთარი ტექნიკით და ადამიანური რესურსით რომ დროულად შეძლონ თქვენთვის გაზის მიწოდება.
ვაკეთებთ ყველაფერს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, სხვა კომპანიების აბონენტებისთვის
თბილისი ენერჯი