• ორგანიზაციის ცხელი ხაზი 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური 114

სიახლეები

Tbilisi-enerji-chvens-abonentebs-bunebrivi-gazi-ar-

თბილისი ენერჯი-ჩვენს აბონენტებს ბუნებრივი გაზი არ შეუწყდებათ ვლადიკავკაზი–თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოების გამო

თბილისი ენერჯის აბონენტებს ბუნებრივი გაზი არ შეუწყდებათ ვლადიკავკაზი–თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. რადგან კომპანია ბუნებრივ გაზს ქალაქის შემოგარენში სხვადასხვა ადგილას განთავსებული 4 გამანაწილებელი სადგურის საშუალებით იღებს. სარემონტო სამუშაოების მიზეზით, რასაც შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს, გაზის მიწოდება შეუწყდება სხვა გამანაწილებელი ლიცენზიატების, შპს „ვარკეთილაირის“ (ვარკეთილის3-1, 3-2, 3-3, 3-4, 3ა, 4ა, მიკრორაიონები, სუხიშვილის ქუჩა), სს „ენერგოკავშირის“ (მუხიანის დასახლება) და შპს „ყამარი მ“ (გლადნი, თეთრი ტბის მიმდებარე დასახლება) –ის 35 000–მდე აბონენტს.
თბილისი ენერჯიმ, ცივი ამინდის გამო , გადაწყვიტა ყველა შესაძლო ტექნიკური და ადამიანური რესურსით დაეხმაროს სხვა გაზის განაწილების ლიცენზიანტ კომპანიებს, რომ დროულად მიაწოდონ ბუნებრივი გაზი საკუთარ აბონენტებს. შპს „ვარკეთილაირს“, წყვეტის პერიოდში შპს „თბილისი ენერჯი“ საკუთარი გამანაწილებელი ქსელიდან მიაწვდის გაზს და ვარკეთილში დაახლოებით 17 000 ათას მომხმარებელს ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება არ შეუწყდება. სს „ენერგოკავშირსა“ და შპს „ყამარი მ“–ს კი გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღსადგენად „თბილისი ენერჯი“ ტექნიკით და შესაბამისის სპეციალისტებით დაეხარება.
თბილისი ენერჯი
სწრაფი რეაგირების სამსახური 114
ცხელი ხაზი 2 404004